პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

21:13, 11.11.2026

ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ოთხი წლის წინ შექმნილ ფორუმში ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის რანგში მეექვსედ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის მიმართვა ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლს ეხებოდა. რატომ არის ევროკავშირისთვის დაკავშირების მხრივ საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – მსხვილი და სტრატეგიული პროექტების და ქვეყნის გაზრდილი სატრანზიტო პოტენციალის გარდა პრემიერმა ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებზე ისაუბრა, იყო კრიტიკული გზავნილები ორმაგ სტანდარტებზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე და მორიგი შეთავაზება დიალოგის განახლებაზე. საერთაშორისო ფორუმს ამჯერად ირლანდია მასპინძლობს. დუბლინში 50-მდე ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილები. სამიტზე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც.
ძლიერი, უსაფრთხო და დაკავშირებული ევროპა – ასეთია სამიტის ლოზუნგი. უკვე ხვალ პრემიერ-მინისტრი პლენარულ სესიას და პანელურ დისკუსიას დაესწრება.

მსგავსი