საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ და ევროპელი ლიდერების მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობები გადაიხედოს. პრემიერი დანიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში 30-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირს შეხვდა. გამართულ დისკუსიებს ირაკლი კობახიძე დადებითად აფასებს. როგორც ირკვევა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირი საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობები და პარტნიორობის გადატვირთვა იყო. პარალელურად პრემიერი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიაზე და აქცენტი დაკავშირებადობის კონტექსტში საქართველოს საკვანძო როლზე გააკეთა.
„მოამბე“ კოპენჰაგენიდან – პრემიერის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი შეაჯამებს.