პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით დანიაში იმყოფება.
კოპენჰაგენში ხვალ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნება. ღონისძიებას სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად დაესწრება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც. იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი სამიტის მთავარი თემა ეკონომიკური საკითხებია, პრემიერი მთავარ აქცენტს, დაკავშირებადობის და შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, საქართველოს საკვანძო როლზე გააკეთებს. მანამდე კი ირაკლი კობახიძე ესწრება მიღებას, რომელსაც ქვეყანაში ჩასული ოფიციალური სტუმრების პატივსაცემად სამეფო ოჯახი მართავს.
„მოამბე“ კოპენჰაგენიდან – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით პრემიერის ვიზიტის შესახებ.