პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე / გადაწყვეტილება საარჩევნო დავებზე #LIVE

21:00, 07.11.2024

• საქართველოს პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სიტყვით გამოსვლა დასკვნით პლენარულ სესიაზე და ქართული დელეგაციის დღის წესრიგი; 40-მდე სახელმწიფოს ლიდერი უნგრეთში და საქართველოს გზავნილები – „მოამბე“ ბუდაპეშტიდან

• თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა საჩივრები არ დააკმაყოფილა, თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებაზე მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება კი გააუქმა – ცესკო კოლეგიის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს, არასამთავრობოები კი სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავენ

• კოალიციური მთავრობის ჩამოშლა გერმანიაში – კანცლერ ოლაფ შოლცის პარტია უმცირესობაში და ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაშე; დაპირისპირების ანატომია და ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი

• „ერეკლეობა“ თელავში – 304 წელი ერეკლე მეორეს დაბადებიდან, მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, დაჯილდოების ცერემონიები და დღესასწაულის სხვადასხვა ღონისძიება

მოამბე

მსგავსი