პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შეჩერება არ ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შეჩერება არ ემუქრება:

ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე, –  აღნიშნა პრემიერმა.