პრემიერი დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

დღესვე მამუკა ბახტაძე სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმოს პრეზენტაციას დაესწრო. ეს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის, „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტია.

მამუკა ბახტაძემ ინოვაციური ბიზნესიდეის ავტორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროდუქტს უკვე აქვს საექსპორტო პოტენციალი.

ქართული ვაშლის ჩიფსით „ენეკენი“ უკვე დაინტერესდნენ უცხოური ქვეყნები და კონტრაქტი დაიდო ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან.