პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს და სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მთავრობის მეთაური მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაიზრდება, რაც ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო.