პრემიერი დავოსში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსში სიტყვით გამოვა.

გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში, სახელწოდებით – „ევრაზია: სტრატეგიული პერსპექტივა“.

დისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი და კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე.

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. იგეგმება მოლაპარაკებები მსხვილი საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციაში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი შედიან.

 

დატოვე კომენტარი