პრემიერი დავოსის ფორუმზე

ქართული დელეგაცია დავოსიდან კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ბრუნდება.

სამი დღის განმავლობაში პრემიერს საშუალება ჰქონდა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად დაგეგმილი რეფორმები მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის გაეცნო.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლატფორმა მთავრობის მეთაურმა პოლიტიკური შეხვედრებისთვისაც გამოიყენა.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ფორუმის ფარგლებში გამართული ოფიციალური ვახშამი, სადაც მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერს გაესაუბრა.