პრემიერი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – ექვსი წლის დავით თათვიძეს და ცხრა წლის კესარია მგელაძეს შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.