პრემიერი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

პრემიერმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისა და საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

საუბრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.