პრემიერი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

რუსული ავიასანქციები, ე.წ. ოქროს სიის შეღავათის გაუქმება და ბიზნესისთვის აქტუალური სხვა თემები, – პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. მამუკა ბახტაძესთან ერთად, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ესწრებიან.