პრემიერი ბათუმში პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აჭარაში იმყოფება.

მამუკა ბახტაძემ ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის ადგილი დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტის განხორცილებისთვის ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია მოხდება. პრემიერის განცხადებით, 180 ჰექტარზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი სამ წელიწადში აშენდება.