საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. „რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,“ – წერს ირაკლი კობახიძე.