პრემიერი Aqualia-ს წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვისა და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტიანად გამოყენების საკითხები.
აღინიშნა 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება. აქცენტი გაკეთდა მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე.