პრემიერი დღეს აჭარის საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკა და მას მინიმალური ზიანი მიადგეს. აქვე შეგახსენებთ, რომ აჭარის მთელ რეგიონში ყველა აგრარული ბაზარი დახურულია.