პრემიერი აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე

15:05, 13.01.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აბუ დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა. სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით ხვალ გამოვა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა, შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის ენერგიის მეშვეობით დაკავშირება იქნება. პრემიერ-მინისტრი სწორედ შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს როლსა და სატრანზიტო პოტენციალზე გააკეთებს აქცენტს. დაგეგმილია შეხვედრები მსხვილ საინვესტიციო კომპანიებთანაც.

მსგავსი