პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
ერთი ოჯახის ისტორია თეატრის სცენაზე – ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც კინომსახიობთა პროფესიულ თეატრში მზადდება.
„შავი შვილები“ – ასე ჰქვია ქართული პიესის მიხედვით და ხელოვნური ინტელექტის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რაც ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის პრეცედენტული მოვლენაა.
თანამედროვე დრამა, რომელიც იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს, მემკვიდრეობით მიღებულ ტკივილსა და თაობებს შორის გადაცემულ გამოცდილებას. სპექტაკლი გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი წარსულის, ოჯახური კავშირებისა და პირადი ტრავმების ტყვეობაში ცხოვრობენ. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან უხილავი ძაფებით – სიყვარულით, ბრაზით, დანაშაულის გრძნობითა და დუმილით. დადგმა სვამს მნიშვნელოვან კითხვებს – რამდენად თავისუფლები ვართ საკუთარი არჩევანის წინაშე და შესაძლებელია თუ არა წარსულისგან გათავისუფლება.
სპექტაკლის პრემიერა 3 აპრილს გაიმართება.