შეცდომები, რომლებსაც აღზრდის დროს უშვებენ, წლების შემდეგ კი მძიმედ იჩენს თავს – ერთი ოჯახის გარშემო განვითარებული ისტორია, მენტალური პრობლემები და საზოგადოების აღქმები ქართველმა რეჟისორმა სცენაზე გადაიტანა. თავისუფალ თეატრში საპრემიერო სამზადისია. დასი ხვალ ტრეისი ლეტსის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს.
ახალი სპექტაკლით რეჟისორი ცდილობს საზოგადოებას აღზრდასთან დაკავშირებული ის ფაქტორები აჩვენოს, რაც შემდგომში არაერთი მძიმე პრობლემების მთავარი ფაქტორი ხდება. ორმოქმედებიან დრამაში სხვადასხვა თეატრიდან მოწვეული მსახიობები მონაწილეობენ.