პრემიერა სოხუმის თეატრში

11 დეკემბერს სპეციალური მოწვევით საქართველოში მყოფი რეჟისორი ქართველ მაყურებელს ნაცნობი ტკივილის მისეულ ხედვას აჩვენებს.

„ტროა, დაკარგული სამოთხე“, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნა. რვა მსახიობიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია. ქორეოგრაფიულ დრამაში მონოლოგები სწორედ ამ ადამიანების ისტორიებზე დაყრდნობით დაიწერა.