პრემიერა სოხუმის თეატრში
„სასწაულის მოლოდინი“ – ამბავი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წლებზე. სოხუმის თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლს უმზადებს, რომელშიც აფხაზეთის ომის თანმდევი უმძიმესი ისტორიები ცოცხლდება. სპექტაკლი დაკარგულ და შეწყვეტილ ურთიერთობებზე და ამ კავშირების აღდგენაზეა.
კონფლიქტით გამოწვეული სირთულეები და ომი, რომელმაც ბავშვობის მეგობრები ჯერ ერთმანეთს დააშორეს, წლების შემდეგ კი ისევ შეახვედრა.
სპექტაკლის პრემიერა სოხუმის დრამატულ თეატრში 8 დეკემბერს გაიმართება.