პრემიერა რუსთველის თეატრში
ცნობილი ქართველი მწერლის ასევე ცნობილი ნაწარმოების თეატრალიზებული ვერსია.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გურამ დოჩანაშვილის პიესაზე მუშაობენ. „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – რეჟისორი ამბობს, რომ პოპულარული ნაწარმოების სცენაზე გადატანის სურვილი თანამედროვეობის გამოწვევებმა კიდევ უფრო მეტად გაუძლიერა.
კომპიუტერით და ტელეფონით ჩანაცვლებული წიგნი და ინტერნეტი, როგორც მთავარი გამოწვევა – რეჟისორი სპექტაკლით კიდევ ერთხელ შეეცდება გაციფრულებულ სამყაროში, საზოგადოება ლიტერატურის მნიშვნელობაზე დააფიქროს.
პრემიერა 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.