სცენაზე გადატანილი თანამედროვეობის პრობლემა.
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენენ. სპექტაკლი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკულ ისტორიაზე და ტრაგედიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე გვიყვება.
გროტესკითა და შავი იუმორით სავსე პიესის ავტორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სხვისი ტრაგედიით სარგებელი არ უნდა მივიღოთ. პრემიერა რუსთაველის თეატრში დღეს შედგება, ხვალიდან კი კიდევ სამი საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი.