პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

21:58, 22.12.2022

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

დასი მაყურებელს იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის „ტოსკას“ წარუდგენს. სპექტაკლში თეატრის წამყვანი სოლისტები მონაწილეობენ.

ტოსკას“ პრემიერა პირველად 1900 წელს რომში შედგა, მას შემდეგ წარმოდგენას მაყურებელი არც ერთი ქვეყნის სცენაზე არ აკლია. პრემიერა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 და 25 დეკემბერს გაიმართება. მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.

მსგავსი