თეატრალურ სცენაზე გადატანილი რეალური ამბავი – ტრაგედია, რომელიც ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რეჟისორმა ჯერ პიესად აქცია, ახლა კი აუდიტორიამდე მის მიტანას სპექტაკლით აპირებს. ათწლეულების წინანდელი ტრაგიკული ისტორია პიესის ავტორისა და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ოჯახს პირადად შეეხო. „ქალაქის თეატრში“ ტრაგიკული ამბავი დოკუმენტური მასალების საფუძველზე გაცოცხლდება.
სპექტაკლი რეჟისორმა მოკლული ბაბუის დღიურის მიხედვით შექმნა. დადგმას მაყურებელი სწორედ იმ კედლებში ნახავს, სადაც 32 წლის წინ მკვლელობა მოხდა. „მამა, ნათლია და ვიღაც კაცი“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც 90 წლების მძიმე ცხოვრებას საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.