პრემიერა ოპერის თეატრში

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრი ქართულ სცენაზე – ოპერის თეატრში ჯაკომო პუჩინის ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენენ. „მანონ ლესკოს“ თანამედროვე დადგმა ლატვიელ რეჟისორს ეკუთვნის.

ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლის ექვსი საპრემიერო ჩვენება გაიმართება. „მანონ  ლესკოს“ პირველი პრემიერა თეატრის მთავარი დირიჟორის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. დაგეგმილია ზაზა აზმაიფარაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნაც.