პრემიერა ნიუ-იორკის ქართულ თეატრში
ნიუ-იორკის ქართულმა თეატრმა, პანდემიის შემდეგ პირველი სპექტაკლი წარმოადგინა.
ბასტიან და ლილი ნოვაკის პიესა ერთ მოქმედებად, სახელწოდებით „წრე“ რეჟისორმა გიორგი წითურმა დადგა. სპექტაკლში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მსახიობები მონაწილეობდნენ.
ნიუ იორკის ქართული თეატრი 2008 წელს დაარსდა. თეატრი 17 წლის წინ, სპექტაკლით „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ გაიხსნა.