ამბავი მეომარ ახალგაზრდა ქალზე – ჩინური ლეგენდის გმირ მულანის ისტორიას მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმოადგენენ. მუსიკალურ წარმოდგენაზე ორი თეატრის დასი მუშაობს.
საყვარელი პერსონაჟის ისტორიას ბავშვები სამ დღეში ნახავენ. „მულანის“ მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში 25 აპრილს გაიმართება.