პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში 

ცნობილი სათავგადასავლო რომანის კიდევ ერთი თეატრალიზებული ვერსია – სტივენსონის „განძის კუნძულის“ მიხედვით მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლს დგამენ. ეს იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფზე გათვლილი დადგმა. რეჟისორი, რომლისთვისაც სპექტაკლი სადებიუტოა, ცნობილ რომანს საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენს.

განძის მაძიებლები, მეკობრეები და დაუვიწყარი თავგადასავლები – „განძის კუნძულის“ პრემიერა მოზარდამყურებელთა თეატრში 18 აპრილს გაიმართება.