პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში
ამბავი ტყის თავგადასავლებზე, სიკეთეზე და მეგობრობაზე. მოზარდმაყურებელთა თეატრის დასი მაყურებელს ახალ სპექტაკლს უმზადებს. „უღრანი ტყის ყაჩაღები“ – ეს არის ზღაპრული ისტორია და მუსიკალური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად ცნობილი ზღაპრის ერთ-ერთი ეპიზოდი უდევს.
მოლაპარაკე ცხოველები, მხიარული თავგადასავლები და ამბავი, რომელიც სიკეთის, თანაგრძნობისა და მეგობრობის ძალას გვახსენებს.
„უღრანი ტყის ყაჩაღების“ პრემიერა 3 და 8 ივლისს გაიმართება.