პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

მარჯანიშვილის თეატრში საპრემიერო სამზადისია.

„ვთამაშობთ ვოდევილს“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელზეც რეჟისორი ციცინო კობიაშვილი მუშაობს. ორმოქმედებიანი დადგმა ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილია. უჩინმაჩინის ქუდის მიხედვით რეჟისორმა   პირველი ნაწილი ჯერ კიდევ გასულ წელს გადადგა.

სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში ხვალ გაიმართება.