პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

სპექტაკლი პოლიტიკური აქცენტებით.

თემურ ჩხეიძე ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, ბრაიან ფრილის „თარგმანებს“ უკვე მეორედ უბრუნდება. 38 წლის წინ შექმნილი და ირლანდია-ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთზე აგებული პიესა ისეთ თემას ეხება, რომელიც ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია. ბრაიან ფრილის ხშირად „ირლანდიელ ჩეხოვსაც“ უწოდებენ. მისი პიესა „თარგმანები“ კი ირლანდიის სკოლებში დღემდე ისწავლება.

მარჯანიშვილის თეატრში გენერალურ რეპეტაციას გვანცა გიორგაძე დაესწრო.