„უშენოდ არ შემიძლია“ – სპექტაკლი ოჯახის მნიშვნელობის ხაზგასმაზე და მარადიულ ღირებულებებზე.
მარჯანიშვილის თეატრში ახალ სპექტაკლს ამზადებენ, რომელიც მაყურებელს ოჯახურ ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს და მისი გამთელების გზას აჩვენებს. მიხეილ ზადორნოვის პიესა თანამედროვეობის პრობლემაზეა.
ექსცენტრიკული კომედია სასიყვარულო სამკუთხედზე და დაკარგულ გრძნობებზე მაყურებელი ხვალ იხილავს. საპრემიერო ჩვენებები 16, 17 და 20 დეკემბერსაც გაიმართება.