პრემიერა კინომსახიობთა თეატრში

სტერეოტიპების და საზოგადოებრივი განწყობების გავლენა ადამიანებზე – მაყურებელი მალე დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოების ახალ სასცენო ვერსიას ნახავს.

„ირინეს ბედნიერებაში“ გადმოცემული სევდიანი რეალობა, რომელიც აწმყოშიც აქტუალურია, თუმანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლში მთავრი აქცენტი ქალზე, საზოგადოების მხრიდან ქალისადმი დამოკიდებულებაზე და მისთვის   წართმეულ არჩევანის უფლებაზე კეთდება.

ცნობილი პიესის ახალ ინტერპრეტაციას თუმანიშვილის თეატრის მაყურებელი 27 თებერვალს და 2-3 მარტს იხილავს.