პრემიერა კინომსახიობთა თეატრში

ამერიკელი დრამატურგის ცნობილი პიესა, რომელსაც ამერიკელი რეჟისორი ქართულ სცენაზე დგამს. „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ – კინომსახიობთა თეატრში პრემიერისთვის სამზადისია. ამბავი სასიყვარულო ისტორიაზე და ილუზიების მსხვრევაზე – ეს არის პიესა, რომლის მიხედვით 60-იან წლებში გადაღებულ ფილმს დიდი აღიარება და რეზონანსი მოჰყვა.

ისტორიამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლეგენდარული მსახიობების, ელიზაბედ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის მონაწილეობით იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

შედევრად აღიარებული პიესას ქართველი აუდიტორია 30 ივნისს ნახავს.