ერთი მსახიობის თეატრის ახალი სიცოცხლე.
38 წლის წინ დაარსებული თეატრი ფუნქციონირებას განახლებულ სივრცეში განაგრძობს. ცოტა ხნის წინ მსახიობთა სახლში საიათნოვას მოტივებზე დადგმული მუსიკალური პერფორმანსი წარმოადგინეს. ეს იყო ერთგვარი დროში მოგზაურობა და ერთდროულად რამდენიმე გამორჩეული თარიღის აღნიშვნა.
ერთი მსახიობის თეატრი ერთგულ მაყურებელს ახალ მისამართზე ელოდება. სრულად განახლდა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის დარბაზი, რომელიც ლეონიძის 11 ნომერში მდებარეობს. ახალი აპარატურა და სივრცე ნებისმიერი სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობას იძლევა.