პრემიერა ცხინვალის თეატრში 

ცხინვალის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. სცენაზე ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ მძიმე და გარდამტეხ პერიოდს წარმოადგენენ. სამეფო ოჯახებსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე თურქი მწერლის ნაწარმოების თეატრალიზებულ ვერსიას რეჟისორი გოჩა კაპანაძე დგამს.

რა ვითარება იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და რა ხდებოდა საქართველოს უკანასკნელი მეფის ოჯახში. სცენაზე არაერთი ისტორიული პერსონაჟი გაცოცხლდება.

სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში 14 დეკემბერს გაიმართება.