პრემიერ-მინისტრმა მიუნხენი უკვე დატოვა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიუნხენი უკვე დატოვა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან გამართა. მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესს. ასევე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. განხილვის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.