პრემიერ-მინისტრმა კახეთში დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რთველში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ელჩები წინანდალში იმყოფებოდნენ, სადაც ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა უცხოელ დიპლომატებს რთველის ტრადიცია გააცნო და საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.