პრემიერ-მინისტრმა დუბლინში ვიზიტი დაასრულა

12:18, 13.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბლინში ვიზიტი დაასრულა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობდა. მთავრობის მეთაური დაესწრო პლენარულ სესიას, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ევროპული დემოკრატიის თემაზე გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში.

სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გაესაუბრა და ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაკავშირებადობის მიმართულებით ქვეყნის როლზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კუთხით საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს და ინფრასტრუქტურაში მსხვილი ინვესტიციები იდება. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის საკითხზე საუბარი ევროპელ პარტნიორებთანაც მიმდინარეობს.

მსგავსი