პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი

ჩინეთში პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. დღეს დილით, ირაკლი კობახიძემ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, სადაც გამოფენილია ქართული ნაწარმი – ღვინო, მინერალური წყალი და ტექსტილი. ქართული კულტურის სადემონსტრაციოდ, სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა, მათ შორის ტარდება კვების მასტერკლასი. ირაკლი კობახიძე შანხაიში, ჩინელი კოლეგის სპეციალური მოწვევით იმყოფება. შეხვედრა გაიმართა ასევე შანხაის მერთან. ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტად სახელდება 2023 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, ჩინური ინვესტიციების მოზიდვა და ტურისტული ნაკადების გაზრდა. შალვა სუმბაძე დეტალებით.

შალვა სუმბაძე დეტალებით შანხაიდან #მოამბე