პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება. კონკრეტული თარიღი დღეს გაირკვევა. უმრავლესობა შეკითხვებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და მთავრობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასვამს.

მთავრობის მეთაურის გამოსვლას არ დაესწრება „ევროპული საქართველო“. მათგან განსხვავებით, სხდომაზე მისვლას გეგმავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან.