პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში

12:01, 27.06.2025

დღეს პრემიერი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. ირაკლი კობახიძე საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. 146-გვერდიანი მოხსენება ეხება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ და საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას და და ადამიანური კაპიტალის განვითარებას. მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი