პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში

12:16, 02.06.2026

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა. ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით ივნისის ბოლომდე წარდგება, თარიღი კი დაკონკრეტდება. დოკუმენტში საუბარია მთავრობის საქმიანობაზე და ინფორმაცია დარგების მიმართულებით არის მოცემული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო პოლიტიკაზეც. ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას.

მსგავსი