პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.

ირაკლი კობახიძემ პირისპირ შეხვედრა გამართა ყაზახ კოლეგასთან, მოგვიანებით კი კონსულტაციები გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.