პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

საქართველოს პრემიერი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარეს. შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა ის მთავარი საკითხები, რაზეც ქართული მხარე ვიზიტის ფარგლებში ძირითად აქცენტს გააკეთებს. ხვალ ასევე დაგეგმილი ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს სხდომა და შეხვედრები მეგობარი ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტთან.

„მოამბე“ უზბეკეთიდან – საქართველოს პრემიერის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.