პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში 

მაღალი დონის შეხვედრებით დაიწყო უზბეკეთში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე.

ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. იმსჯელეს ორი ქვეყნის ურთიერთოების გაღრმავებაზე და სამომავლო პარტნიორობაზე. გაიმართა უზბეკეთი-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგზაო რუკა. ახლა სწორედ ამ დოკუმენტში უნდა გაიწეროს ის გეგმა, რომელიც მეგობარ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორებში კონრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.