უნგრეთში ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განხილული იყო ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმს ოთხი მიმართულებით, საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე. საქართველოს პრემიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი. „მიმდინარე წელს მეოთხე შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში. ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს, ვეწინააღმდეგებით ზეწოლას და ვირჩევთ ზრდის, ენერგოუსაფრთხოებისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას. მოდით, შევუდგეთ მუშაობას“, – წერს ვიქტორ ორბანი.