პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ხვალ კი დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა, მემარჯვენე ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე. მსოფლიო კონსერვატიული ქმედებების კონფერენციას ბუდაპეშტი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიებას ვიქტორ ორბანი გახსნის, პოლიტიკური ლიდერების მსჯელობის მთავარი თემა კი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება.

ბუდაპეშტი იმყოფება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

მოამბე უნგრეთიდან – პრემიერის ვიზიტს თამარ წიკლაური აშუქებს.