პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

12:13, 23.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერის, პეტერ მადიარის მიწვევით ბუდაპეშტში იმყოფება. ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. დღეს გაიმართება მთავარი ღონისძიება, რომელზეც პეტერ მადიარი სტუმრებს სიტყვით მიმართავს. მანამდე კი ბუდაპეშტში უკვე მოეწყო ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბემის მოედნამდე ჩირაღდნებით მსვლელობა. საქართველოს მთავრობამ ირაკლი კობახიძისადმი პეტერ მადიარის მოსაწვევი წერილიც გაავრცელა. „მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნულია პეტერ მადიარის წერილში.

მსგავსი